ჩვენს შესახებ

PUB 44 - გულწრფელი გულშემატკივრების თავშეყრის მთავარი ადგილია, რომელიც სპორტს, უნიკალური გემოებს და განსაკუთრებულ გამოცდილებებს აერთიანებს.

პაბი ზანდუკელის 1/22-ში მდებარეობს და სრულფასოვან საგულშემატკივრო სივრცეს წარმოადგენს, სადაც დიდი ეკრანები და უმაღლესი ხარისხის ხმის სისტემა გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის.

ჩვენი ეკრანები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ტრანსლაციებს ეთმობა - იქნება ეს ფეხბურთი, ფორმულა 1, რაგბი, MMA თუ სხვა ნებისმიერი სპორტი.

PUB 44-ის სამზარეულოს თავისი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჩვენს მენიუზე ბრიტანელმა ბრენდ-შეფმა, ალი ბორერმა იმუშავა და ისეთი საფირმო გემოები შექმნა, რომლებსაც ერთხელ რომ გასინჯავ, უკან აუცილებლად დაგაბრუნებს.

უნიკალურ გემოებთან ერთად PUB 44-ში ისეთ ექსკლუზიურ კერძებს დააგემოვნებ, თბილისში ვერსად რომ ვერ ნახავ - Guinness-ის ბურგერს, Guinness-ის ღვეზელსა და Guinness-ის ნამცხვარს.

ამ ყველაფერთან ერთად, PUB 44 რეგულარულად მასპინძლობს პაბ-ქვიზებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. მუსიკა, ფილმები, პოპკულტურა თუ ზოგადი ცოდნა — კვირიდან კვირამდე აქ ყველანაირი ინტერესის ადამიანი იყრის თავს.

PUB 44 ნამდვილი მესამე სივრცეა - ადგილი სახლსა და სამსახურს შორის, სადაც ადგილობრივები და ტურისტები ერთად იკრიბებიან უბრალოდ კარგი დროის გასატარებლად.

განსაკუთრებული გამოცდილებებისთვის, შემოგვიარე ზანდუკელზე!

აქტივობები

მიმდინარე აქტივობების სანახავად
ეწვიე სასურველ ბმულს.

კონტაქტი

PUB 44 - 1/22 ზანდუკელის ქ.

სამუშაო საათები:

ორშაბათი-ხუთშაბათი: 17:00 - 23:00
პარასკევი: 17:00-02:00
შაბათი: 13:00-02:00
კვირა: 13:00-01:00

დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: +995591 44 44 81 591 44 44 81
მეილი: hello@pub44.ge